საქართველო-თურქეთს შორის მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე თანამშრომლობის ოქმს მოეწერა ხელი. მხარეებმა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები განსაზღვრეს. დოკუმენტი მოიცავს ერთობლივ მუშაობას ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით. კომისიის სხდომაზე ასევე გამოითქვა ინტერესი ციფრული დერეფნის განვითარების შესაძლებლობაზე, აგრეთვე ტურიზმისა და ორმხრივი ვაჭრობის სფეროებში. ვიცეპრემიერმა ლევან დავითაშვილმა თურქმენეთის დელეგაციის ხელმძღვანელი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გაიმართება.