საქართველო-თურქეთის ერთობლივი სპეცოპერაცია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოავლინეს, რომელთა მიმართაც კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განხორციელდა. ყველა მათგანი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, ისინი თურქი სამართალდამცველების მიერ თურქეთის რესპუბლიკის მასშტაბით, სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის იძებნებოდნენ. დგინდება, რომ აღნიშნული პირების ნაწილს დარღვეული ჰქონდა ქვეყანაში ყოფნის ვადები და საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ.