კიდევ ერთი საერთაშორისო პლატფორმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად.
ჩვენი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა. ისრაელში გამართულ ტურისტულ ფორუმზე, რომელსაც 20 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა, საქართველომ ტურისტული პროდუქტები, ტრადიციული სამზარეულო, ღვინო და ყველა მოთხოვნადი ტურისტული ლოკაცია წარადგინა. გაიმართა შეხვედრებიც, სადაც ქართველ და ისრაელელ ტურ-ოპერატორებსა და სასტუმროების წარმომადგენლებს, ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა ჰქონდათ. გამართული შეხვედრებისა და პრეზენტაციების მიზანი საქართველოში ახლო აღმოსავლეთიდან რაც შეიძლება მეტი ტურისტის ჩამოყვანაა. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით ისრაელი ჩვენი ქვეყნის ტოპ ათეულშია.