„საქართველო თამბაქოს გარეშე“

თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალი მოძრაობა, „საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე“ დაფუძნდა.

მოძრაობას ცნობილი ადამიანები შეუერთდნენ. დღესვე გაიმართა 112-ის მობილურ აპლიკაციაში ჩაშენებული თამბაქოს კომპონენტის პრეზენტაცია. კერძოდ, მობილური აპლიკაციის რჩევების ნაწილს დაემატება ახალი კომპონენტი, „თამბაქოს კონტროლი“. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, მოიძიოს ინფორმაცია როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს კანონდარღვევის შემთხვევაში.