საქართველო - სომხეთი ფუტსალში პირველ არხზე

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას დღეს, 5 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სომხეთის ნაკრებთან გამართავს. ჩვენს ეროვნულ გუნდს საფრანგეთთან და რუსეთთან გამართული მატჩების შემდეგ, ერთი ქულა აქვს და დღევანდელ დაპირისპირებაში აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.

პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, დღევანდელი მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 18:15 საათზე საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები სომხეთთან მატჩებისთვის ემზადება – რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ

მოამბე