საქართველოს ნაკრები სომხეთთან მატჩებისთვის ემზადება - რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ
საქართველოს ნაკრები სომხეთთან მატჩებისთვის ემზადება - რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 5 მარტს სომხეთის ნაკრებს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაუპირისპირდება, 10 მარტს კი ერევანში ესტუმრება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან და რუსეთთან გამართული მატჩების შემდეგ ერთი ქულა აქვს. კლუბებში გასამართი შეხვედრების გამო რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებს 2 მარტიდან შეუერთდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაშის წინ ბოლო ვარჯიში გამართა, რომელიც ერთი საათი გაგრძელდა. 

სომხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის ავთანდილ ასათიანმა 17 მოთამაშე გამოიძახა. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი თბილისში არასრული ემზადება – ტრავმების გამო უახლოეს მატჩებში გუნდს ჯერ სიმი საიოტი გამოაკლდა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ვერც შაგინია და გიორგი ჩიმაკაძე დაეხმარებიან.

პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, სომხეთის წინააღმდეგ თბილისში გასამართი მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. 5 მარტს, 18:15 საათზე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ერევანში საპასუხო შეხვედრა კი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ ჯვარაშვილი (ყველა – თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ, თბილისი), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა).