საქართველო სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეულზე
სინგაპურში აზიის უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის – სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეული ტარდება. ფორუმზე საქართველო პირველად საკუთარი პავილიონით – StartUP in Georgia წარდგა. ქართველ სტარტაპერებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ საერთაშორისო პარტნიორებსა და გლობალურ ბაზრებზე გასვლის რეალური გზები დასახონ. სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეული 400-ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს აერთიანებს და 25 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.