საქართველო-შვეიცარია პირველ არხზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ერთვება.

ჩვენი გუნდი პირველ მატჩს დღეს, 19:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, 23 თებერვალს კი სერბეთში გაემგზავრება და ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა, ნაკრებს ფინალურ ეტაპზე ადგილი გარანტირებული აქვს.

შვეიცარიისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.