საქართველო-შვედეთი პირველ არხზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვედეთის წინააღმდეგ დღეს ბათუმში გამართავს.

შეხვედრის მონაწილე ორივე ნაკრებმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. საქართველოს ნაკრების საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. თორნიკე ოქრიაშვილს დღეს არ უვარჯიშია. გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო შვედეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო FM102,3.

ტრანსლაციის გამო ცვლილებებია პირველი არხის სამაუწყებლო ბადეში – „მოამბის“ მთავარი გამოშვება 21 საათზე ეთერში არ გავა.