საქართველო – შრი-ლანკის ბიზნესფორუმი

15:37, 16.10.2026

თბილისში საქართველო–შრი-ლანკის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის მიზანია საქართველოს ბიზნეს-საზოგადოებას გააცნოს შრი-ლანკის ეკონომიკური პოტენციალი, საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტირების შესაძლებლობები. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა Sri Lanka Expo 2027-ის პრეზენტაციას, რომელიც 2027 წლის 14–17 იანვარს, შრი-ლანკის დედაქალაქში გაიმართება. გამოფენა ქართველ მეწარმეებსა და კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ შრი-ლანკის საექსპორტო პროდუქციას, მონაწილეობა მიიღონ პირისპირ შეხვედრებში და განიხილონ იმპორტის, ექსპორტის, ინვესტირებისა და ერთობლივი ბიზნესპროექტების შესაძლებლობები.

მსგავსი