საქართველო საზღვარს ხუთ ქვეყანასთან ხსნის

საქართველო ევროკავშირის წევრი 5 სახელმწიფოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საზღვარს უპირობოდ უხსნის.

გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, – ეს ის ქვეყნებია, რომელთა მოქალაქეებიც გარკვეული პროცედურების დაცვით ჩვენთან ჩამოსვლას სავალდებულო კარანტინის გარეშე შეძლებენ. გადაწყვეტილება მიღებულია, მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ ქვეყნებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზეც. ასევე გრძელდება მოლაპარაკება ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებთან.

საკითხზე ვრცლად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან განვაგრძობთ საუბარს. დავით ზალკალიანი პირდაპირ ეთერში გვიერთდება.

დატოვე კომენტარი