საქართველო საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის

საქართველო პრესტიჟული ბრიტანული გამოცემის ყურადღების ცენტრში ექცევა – „ინდიფენდენთი“  ბრიტანელებს შვიდ სამოგზაურო მიმართულებას სთავაზობს. მათ შორის არის საქართველოც. სტატიის ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას თბილისზე ამახვილებს. პუბლიკაციაში საქართველოს დედაქალაქის შთამბეჭდავი და საუკუნოვანი არქიტექტურა, ძველი თბილისი, ისტორიული ქუჩები და ყველა ის მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქციაა ნახსენები, რის გამოც სტატიის ავტორი მკითხველს საქართველოში გამგზავრებას ურჩევს. ჟურნალისტი აუდიტორიას თბილისსა და ლონდონს შორის არსებულ პირდაპირ ფრენებზეც აწვდის ინფორმაციას. რეგულარული ავიამიმოსვლის გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში კიდევ უფრო მეტ ბრიტანელ ვიზიტორს ელოდება. ოპტიმისტურია პროგნოზები სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც. მიზეზად სტრატეგიულ ბაზრებზე ჩატარებული მარკეტინგული კამპანიები სახელდება.