საქართველო ესპანეთში – ბარსელონაში ბიზნეს-ტურიზმის მასშტაბური გამოფენა ტარდება.
IBTM world ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც ბიზნეს-ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული. ღონისძიებაზე 150-თ ქვეყანასთან ერთად საქართველოც არის წარმოდგენილი. სტუმრებს ქვეყნის საქმიანი ტურისტული პოტენციალის გაცნობის შესაძლებლობა აქვთ. მიმდინარეობს შეხვედრები საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიებთან და მსხვილი ღონისძიებების მენეჯერებთან. განხილვის მთავარი თემა საქართველოში მსხვილი ტურისტული ღონისძიებების ჩატარება და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაა. გამოფენას, რომელშიც 2 000-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობს, 12 000-მდე სტუმარი ჰყავს.