საქართველო-საფრანგეთი პირველ არხზე

ფეხბურთში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრაში დღეს საფრანგეთს უმასპინძლებს. მატჩი, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. წლის სადებიუტო თამაშამდე,  ვასილ მაისურაძის გუნდმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე” გუშინ ბოლო ვარჯიში გამართა. 21-წლამდე ნაკრებს თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი კუცია შეუერთდა. საქართველოსა და საფრანგეთის შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. თუმცა ის სტადიონზე მაყურებლის გარეშე ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საფრანგეთი 9 ქულით მეორე ადგილზეა, საქართველოს ნაკრები კი 6 ქულით – მესამეზე.