საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

85 ქვეყანა, 900-ზე მეტი კომპანია, 280-მდე საერთაშორისო მედია და 30 ათასი ვიზიტორი, ასეთი იყო წელს ITB შანხაი. შანხაიში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიასა და ღვინოს. საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს რეგიონებიდან 30-მდე კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა. გაიმართა 1000-ზე მეტი ბიზნესშეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები. ჩვენი ქვეყანა ყურადღების ცენტრში იყო, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება, საქართველოს ყველა კუთხის შესახებ საინფორმაციო ბანერები შანხაიში მთელი თვის განმავლობაში დარჩება.

შალვა სუმბაძის და გიორგი კიკვაძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები