საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიურ სამიტზე

18:37, 11.11.2026

ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო ტექნოლოგიურ სამიტზე – Web Summit 2026 საქართველო ეროვნული პავილიონითაა წარმოდგენილი.

ფორუმში ექვსი ქართული სტარტაპი მონაწილეობს, რომლებსაც საშუალება აქვთ საკუთარი პროდუქტები საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ და კავშირები დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან. ამასთან, ორი ქართული სტარტაპი Web Summit-ის ოფიციალურ სტარტაპ-კონკურსშია ჩართული. სადაც ისინი საკუთარ პროდუქტებს საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარადგენენ. სამიტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიებაა მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად 70,000-ზე მეტ მონაწილეს, ასობით სტარტაპს, ინვესტორსა და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს 160-ზე მეტი ქვეყნიდან.

მსგავსი