საქართველო საერთაშორისო საავიაციო ფორუმზე

21:50, 20.05.2026

საქართველოს საავიაციო ბაზრის კიდევ უფრო გაფართოებისთვის და ქვეყანაში ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისთვის გამოიყენა ქართულმა მხარემ იტალიაში გამართული სამდღიანი საავიაციო ფორუმი. საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, თბილისისა და ბათუმის მმართველ კომპანიასთან ერთად სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი. გლობალური დაძაბულობის და საავიაციო საწვავის კრიზისის ფონზე წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა სექტორის მდგრადობის და წლის განმავლობაში დაგეგმილი ავიარეისების შენარჩუნება იყო. ქართულმა მხარემ პოტენციურ პარტნიორებთან არაერთი შეხვედრა გამართა. საერთაშორისო ღონისძიებაზე საუკეთესო აეროპორტებიც დააჯილდოვეს.

მსგავსი