საქართველო საერთაშორისო გამოფენაზე

12:31, 23.01.2026

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გამოფენაზე – „მწვანე კვირეული“ 15-მა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია წარუდგინა. ქართულ პავილიონში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ღვინო, სპირტიანი სასმელები, ორგანული წვენები, თაფლი, ჩაი, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი. „მწვანე კვირეული“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მებაღეობის სექტორებს. საერთაშორისო გამოფენა 16 იანვარს გაიხსნა და 25 იანვარს დასრულდება.

მსგავსი