საბერძნეთთან შეხვედრაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დიდი ანგარიშით – 53-94 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა დღეს დასვენების საშუალება მისცა გოგა ბითაძეს. ძალიან ცოტა დრო გაატარა მოედანზე კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ. ჩვენი გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი იყო, 14 ქულით, ხოლო ბერძენთა რიგებში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. 2025 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი ლიმასოლში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო. საქართველოს ნაკრები მომავალ შეხვედრას მასპინძელ კვიპროსთან, 2 სექტემბერს ჩაატარებს, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.