საქართველო საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობისთვის ემზადება

15:16, 27.11.2025

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2025-ის მასპინძლობისთვის ემზადება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალი 13 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. მათ შორის იქნება „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი. მასშტაბური შოუ – კულტურის სამინისტროს, „სტარინგ ჯორჯიას“ და საქართველოს პირველი არხის ორგანიზებით ჩატარდება. 1-ელ დეკემბერს უკვე 18-ივე ქვეყნის წარმომადგენლები თბილისს ეწვევიან და რეპეტიციები დაიწყება. საბავშვო ევროვიზია 2025-ს ოლიმპიური სოფელი უმასპინძლებს. კონცერტზე დასასწრები ბილეთები 1-ლი დეკემბრიდან გაიყიდება. გრანდიოზულ შოუს ლიზა წიკლაური და დათუნა ალადაშვილი გაუძღვებიან. პროექტზე, პირველი არხის გუნდთან ერთად, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ტექნიკური ჯგუფი იმუშავებს. დღეს საქართველოს კულტურის მინისტრმა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებულ კონკურსზე ისაუბრეს.

მსგავსი