საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე 

21:56, 15.09.2026

მზადება საბავშვო ევროვიზიისთვის – წელს პრესტიჟულ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს, რომელიც პირველი არხის მეგა-შოუს, „რანინას“ გამარჯვებულია. მზად არის ვიდეორგოლი, რომელიც ბათუმში გადაიღეს. 24 ოქტომბერს ქართველი კონკურსანტი მალტაში, დაბა ტა კალიში მდებარე საგამოფენო ცენტრში გიგა კუხიანიძის სიმღერას შეასრულებს. მალტა საბავშვო ევროვიზიას უკვე მესამედ უმასპინძლებს.

„მზე სახურავებზე“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც დავით ლომიძე რამდენიმე მილიონიან ევროპულ აუდიტორიას წარუდგენს. ქართველ კონკურსანტს 15 კონკურენტი ჰყავს. საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერაზე გადაღებული ვიდეო რგოლის პრეზენტაცია ხვალ 13 საათზე, გადაცემაში „დღე პირველ არხზე“ შედგება.

მსგავსი