საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერი 2

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“- ისტორიული მნიშვნელობის სხდომა სტრასბურგის სასამართლოში. კონკრეტული ფაქტები და უტყუარი მტკიცებულებები.

ბოლო ზეპირი მოსმენა, რომელზეც ქართული მხარის ბრიტანელი ადვოკატის სიტყვა საათზე მეტხანს გაგრძელდა.

„ისკანდერის“ ტიპის რაკეტის გამოყენება და ეთნიკური წმენდის დადასტურება. საქართველოდან და ჰოლანდიიდან წარდგენილ მასალებს ოფიციალურმა მოსკოვმა ფალსიფიკაცია უწოდა. დაარღვია თუ არა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ევროპული კონვენციის რვა მუხლი. გადაწყვეტილება დიდი პალატის 17 მოსამართლემ უნდა მიიღოს.

ისტორიული სხდომის დეტალებით სტრასბურგიდან სალომე ქოქიაშვილი.