საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - გამარჯვება სტრასბურგში

საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ცხინვალში მცხოვრები ადამიანების საჩივრები დაუშვებლად სცნო. საუბარია რუსეთთან კოორდინაციით წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე, რაც ნიშნავს, რომ ვერ მოიძებნა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც ომის დღეებში საქართველოს მიერ ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევას დაადასტურებდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან ასეულობით მტკიცებულების გაგზავნა უძღოდა. ეს საერთაშორისო სასამართლოებში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე დავებზე ბოლო ერთ წელში მიღწეული უკვე მესამე გამარჯვებაა.