საქართველო-რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

18:14, 09.05.2018

წელს პირველად საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება.

ფრენები ბუქარესტიდან როგორც ქუთაისის, ისე თბილისის მიმართულებით განხორციელდება.

ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის თემატიკა დღეს რუმინული ავიაკომპანია ტარომის წარმომადგენლებმა ტუროპერატორებთან განიხილეს. შეხვედრას საქართველოში რუმინეთის ელჩი და რუმინეთთან პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დაესწრო.

მსგავსი