საქართველო „როიტერსის“ ობიექტივში

18:48, 19.03.2025

საინვესტიციო ჰაბი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე – „როიტერსი“ საქართველოს შესახებ გადაღებულ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს. „როიტერსის“ ობიექტივში საქართველოში არსებული უნიკალური საინვესტიციო და ბიზნესგარემოა ნაჩვენები, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ის შესაძლებლობები, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს. „როიტერსის“ გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ, „აწარმოე საქართველოში“ უმასპინძლა. ჟურნალისტებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ პირველ ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელმაც მათ ქვეყნის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა გააცნო. გადამღებმა ჯგუფმა დაათვალიერა საწარმოები და და გაიცნო ის ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.

მსგავსი