საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციების სიაში მოხვდა - შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებმა პირველი ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნებში იმოგზაურონ; მოგზაურობის ახალი სტანდარტი

გადაწყვეტილება, რომელსაც ქართული მხარე ბრიუსელიდან განსაკუთრებული ინტერესით ელოდა.

საქართველო იმ 15 ქვეყნის სიაშია, რომელთანაც პირველი ივლისიდან ევროკავშირი საზღვრების გახსნას დასაშვებად მიიჩნევს. სწორედ ამ რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის საბჭო საკუთარ წევრ სახელმწიფოებს. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დროს გაითვალისწინეს, კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ეპიდემილოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების მაჩვენებლებია.

სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და იმოქმედებს სპეციალური რეგულაციები, რომელთა დაცვა საზღვრის კვეთის დროს აუცილებელი იქნება. საინტერესოა, დააჩქარებს თუ არა ბრიუსელის გადაწყვეტილება საქართველოს საზღვრების გახსნას, რომელიც პირველი ივლისიდან იგეგმებოდა, თუმცა ივლისის ბოლომდე გადაიდო.

თემაზე ანა ბროლაძე მუშაობდა.