საქართველო რაგბი ევროპის გამარჯვებულია

ქართველი მორაგბეების კიდევ ერთი წარმატებული ასპარეზობა.

ზედიზედ მერვედ მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპა მოიგო. ფინალური მატჩი ესპანელ მეტოქეებთან დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. შედარებით დაძაბული აღმოჩნდა მატჩის პირველი ტაიმი, თუმცა მეორე ნახევარში ქართველმა „ბორჯღალოსნებმა“ უპირატესობა მოიპოვეს. ჯამში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება 17-ჯერ აქვს მოპოვებული. გუშინდელი თამაშის შემდეგ ნაკრების სარეიტინგო მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა.