საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერა  

საქართველოს კიდევ ერთი აღიარება საერთაშორისო დონეზე და ისტორიული მნიშვნელობის სამეცნიერო დადასტურება.

მრავალწლიანი სამუშაოების და კვლევების შემდეგ მსოფლიო დონეზე აღიარეს, რომ საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის დოკუმენტურად დადასტურებელი უძველესი კერაა. პუბლიკაცია, რომელიც ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების გუნდის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა. საუბარია შულავერის გორებზე ნაპოვნ 8000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ მასალებზე, რომლებსაც დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდა. კვლევებში მონაწილეობდა უცხოელ მეცნიერთა გუნდიც. საქართველო, როგორც პურისა და ხორბლის უძველესი კერა – ამ სტატუსს წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უძღოდა. ცოტა ხნის წინ იუნესკომ ქართული ხორბლის კულტურა არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

რა მტკიცებულებაა ნეოლითურ ნამოსახლარებში ნაპოვნი პურის ხორბალი მეცნიერებისთვის – გენო ოსიყმაშვილი სამეცნიერო აღმოჩენის შესახებ.