საქართველო-პორტუგალიის თანამშრომლობა

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პორტუგალიაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. საქართველო და პორტუგალია დროებითი შრომითი მიგრაციის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება დავით ზანკალიანის ლისაბონში ვიზიტისას გაჟღერდა.

პორტუგალიამ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთან დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხებში თანამშრომლობაზე. კერძოდ, უკვე განისაზღვრა შესაბამისი საკონტაქტო პირები და აღნიშნულ საკითხზე იგეგმება საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პორტუგალიაში, რა დროსაც მოხდება თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

Ⴑაგარეო უწყებით ინფორმაციით, საქართველო აქტიურად აგრძელებს შრომითი მიგრაციის სფეროში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას.

დატოვე კომენტარი