საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე

ქართული კუთხე საფრანგეთის დედაქალაქში.

საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალში მონაწილეობს. მრავაწლიანი ისტორიის მქონე პრესტიჟულ ლიტერატურულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყანა საკუთარი სტენდით და ფრანგულად ნათარგმნი 200-მდე გამოცემითაა წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები და დისკუსიები ქართველი ავტორების და გამომცემლების მონაწილეობით და კონცერტი.