საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე

18:44, 17.04.2026

პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა. საქართველო ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარსდგა. ეროვნული სტენდის სლოგანია – „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“. პარიზის „გრან პალეში“ გამართულ ღონისძიებებში ქართველი ავტორები, მთარგმნელები, მხატვრები,  გამომცემლები და მუსიკოსები მონაწილეობენ. წარმოდგენილია ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ქართული ლიტერატურის ნიმუშები, თანამედროვე მწერლების მოთხრობათა კრებულები, მოდერნისტი მხატვრების ალბომები. ფესტივალის დასკვნით დღეს, „სალ გავოს“ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართება კონცერტი  – „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“.

მსგავსი