პარიზის გრან პალეში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით არის წარდგენილი. ეროვნული სტენდის კონცეფცია აგებულია ალექსანდრე დიუმას წიგნის, „მოგზაურობა კავკასიაში“ მოტივებზე. მწერალთა სახლი პარიზში მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემით და 10-მდე გამომცემლობათა წარმოდგენილი. ფესტივალში ყოველწლიურად, მსოფლიოში 50-მდე ქვეყნის 1000-ზე მეტი ავტორი მონაწილეობს.