ქართული ჰანგები საფრანგეთის დედაქალაქის ისტორიულ შენობაში – პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს სამდღიანი მრავალფეროვანი პროგრამა ქართველი ცნობილი შემსრულებლების მონაწილებით გამართული კონცერტით დასრულდა. მასშტაბურ ლიტერატურულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყანა საკუთარი სტენდით და ფრანგულ ენაზე ნათარგმნი 200-მდე წიგნით წარდგა.
წიგნის მასშტაბურ გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული სტენდი იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის თემატიკით იყო შექმნილი, სადაც გამოფენის სტუმრებს საკუთარი ნაწარმოებები თავად ავტორებმა წაუკითხეს. გამომცემლობებთან შეხვედრების გარდა, გაიმართა დოკუმენტური ფილმების ჩვენებაც.
პრესტიჟულ გამოფენას წელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობდა.