საქართველო პანდემიის წინააღმდეგ

საქართველოსთან თანამშრომლობაზე წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ალექს მუნი, რომელიც  „ტვიტერში“ თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერის პროგრამაზე ინფორმაციას აზიარებს პარტნიორი ქვეყნებისთვის კოვიდ-19-ის შემსუბუქების შესახებ, სადაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესახებაც არის საუბარი. მასში ნათქვამია, რომ ცენტრი აწარმოებს დიაგნოსტიკურ ტესტებსა და მონაცემებსა და პროცედურებს რეგიონის სხვა პარტნიორებსაც უზიარებს. „ვამაყობ იმ მტკიცე პარტნიორობით, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან იზიარებს. ჯანდაცვის სფეროში, მსოფლიო კრიზისის განმავლობაში, ჩვენი პარტნიორი მდგრად და თანმიმდევრულ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას ავითარებდა. ის რეგიონში ლიდერობს სადიაგნოსტიკო ტესტებითა და კვლევებით“ – ვკითხულობთ მუნის გამოხმაურებაში.

კონგრესმენი ალექს მუნი – საქართველო რეგიონში სადიაგნოსტიკო ტესტებითა და კვლევებით ლიდერობს