საქართველო PACE-ში მუშაობას წყვეტს - პოლიტიკური შეფასებები

როგორ აისახება 29 იანვარს მიერ მიღებული რეზონანსული გადაწყვეტილება ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებაზე – ქართული დელეგაციის უფლებამოსილების დათქმით, აღიარების გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვება პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა. რეზოლუციას, სადაც უფლებამოსილების აპრილამდე ცნობა კონკრეტული დათქმით, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დათქმით, მოხდა, ევროპულ ბიუროკრატიაში არსებული პრობლემებით ხსნის პრემიერი. გაწევრიანებიდან 26 წლის შემდეგ ევროსაბჭოში დარჩენას, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეჩერებას არ ეთანხმება ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ორი დღის წინ მიღებული რეზოლუციის პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს, სხვა შემთხვევაში პროგნოზირებს, რომ საქართველოს ევროსაბჭოს დატოვებაც მოუწევს. „ქართულ ოცნებას“ ასამბლეაში ყოფნის ვალდებულებაზე მიუთითებს ასამბლეის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება ზამთრის სესიის გახსნის დღეს ევროპის სახალხო პარტიის შვედმა დეპუტატმა გაასაჩივრა. ანალოგიური მოთხოვნით ასამბლეას წერილობით მიმართა ოპოზიციამ საქართველოდანაც. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოს 46 წევრი ქვეყნის კანონმდებლებს აერთიანებს.