საქართველო PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა  

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. PABSEC-ის ხელმძღვანელობა, ჩვენმა ქვეყანამ ბულგარეთისგან, სოფიაში მიმდინარე 66-ე სესიის ფარგლებში გადმოიბარა.

ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ასამბლეის პრეზიდენტი იქნება. უკვე განსაზღვრულია ძირითადი პრიორიტეტებიც. შუა დერეფნის განვითარება და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, იქნება ის მთავარი მიმართულებები, რაზეც საქართველო ორგანიზაციის ხელმძღვანელის რანგში იმუშავებს. ამ კონტექსტში განიხილება შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შავი ზღვის საბორნე მომსახურებები.

როგორ გეგმავს ჩვენი ქვეყანა ევროპისა და აზიის დაკავშირების გაუმჯობესებას – „მოამბე“ ბულგარეთიდან.