საქართველო „ოსკარზე“ გიორგი სიხარულიძის ფილმს „პანოპტიკონს“ წარადგენს
საქართველო „ოსკარზე“ საკონკურსო ფილმის სტატუსით გიორგი სიხარულიძის ფილმს, „პანოპტიკონს“ წარადგენს. ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, შიდა კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებისგან წარდგენილი იყო ორი ფილმი: მერაბ კოკოჩაშვილის „ტერცო მონდო“ და გიორგი სიხარულიძის „პანოპტიკონი“. საბოლოოდ საქართველოდან „ოსკარზე“ წარსადგენი ფილმი სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.