საქართველო - ნორვეგია პირველ არხზე!

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები დღეს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. „ჯვაროსნებისთვის“ ეს ჯგუფური ეტაპის  პირველი მატჩია, ნორვეგიელები კი მეორე შეხვედრას გამართავენ.

„ა ჯგუფში“ საქართველოს ნაკრების მეტოქეები ნორვეგიის, შოტლანდიის, კვიპროსისა და ესპანეთის ნაკრებები იქნებიან.
საქართველო-ნორვეგიის დაპირისპირება 20 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.