გლობალური მნიშვნელობის საკითხები ვაშინგტონში წყდება.
ნატოს საიუბილეო სამიტი – დღე მეორე. საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით წარმოდგენილი ქართული დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს მართავს. განსაკუთრებული ინტერესია ენტონი ბლინკენის სახელით დღეს დაგეგმილი მიღების მიმართ, რომელსაც საქართველოს პირველი დიპლომატიც დაესწრება. ქართული მხარე პროგრესის და რეფორმების აღიარებას ელის, თუმცა სამიტის ფორმატიდან გამომდინარე დეკლარაციაში გაწევრიანების თარიღის მხრივ კონკრეტიკას ნაკლებად ელოდება. წინასწარი განცხადებების მიხედვით, წევრობაზე მოწვევას არ მიიღებს ომში მყოფი უკრაინაც. გაწევრიანების თარიღის დასახელებას ნაადრევად მიიჩნევს ორგანიზაციის გენერალური მდივანი. თუმცა, კიევს ნატოსგან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადაეცემა. სამიტის მონაწილეების მთავარი გზავნილია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა უნდა გაძლიერდეს და დასავლეთმა ომში მყოფი ქვეყნის შეარაღებით და საბრძოლო მასალებით მომარაგება უნდა განაგრძოს. თავის მხრივ პუტინის შესაჩერებლად ამერიკის პრეზიდენტისგან უკომპრომისო მიდგომებს ითხოვს სამიტზე მყოფი ზელენსკი. დღის წესრიგის მთავარი თემა სწორედ უკრაინის ომი და თავდაცვაა.
„მოამბის“ ჟურნალისტი ანა ბროლაძე აშუქებს ნატოს სამიტს.