საქართველო მწვანე მარშრუტის გლობალურ რუკაზე
საქართველო მწვანე მარშრუტის გლობალურ რუკაზეა.
ეკოლოგიური, არამოტორიზებული გზა, რომელიც მივიწყებულ ბილიკებს ახალ სიცოცხლეს აძლევს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა. მარშრუტი ერთდროულად აერთიანებს გურიის ბუნებას, ეთნოგრაფიას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებისეულ ისტორიებს. გზა სუფსის ხეობებსა და ევკალიპტის ტყეებში გადის, სადაც ადგილობრივები სამკურნალო ეთერზეთებს ამზადებენ. ტურისტებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ცეცხლზე მომზადებული ძველი გურული კერძები, ქართული ჩაი და თაფლი, გაეცნონ ფუტკრის მოვლასა და ჩაის დამუშავების პროცესს.
რა მიზანს ემსახურება მწვანე მარშრუტი და რას ნახავს მის ბილიკებზე მიმავალი ტურისტი – ამას ანუკი მასხარაშვილი მოგიყვებათ.