საქართველო „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში  

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის 25 ადგილს იკავებს.

საქართველოს პოზიცია რვა ადგილით არის გაუმჯობესებული და ევროკავშირის 17 ქვეყანას უსწრებს. საკრედიტო ბაზრის ეფექტიანი მართვა, დაბალი ინფლაცია და ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო – ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რაც საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესებას განაპირობებს. რა გავლენას მოახდენს გაუმჯობესებული პოზიციები პოტენციურ ინვესტორებზე და როგორია ეკონომისტების შეფასებები.