საქართველო მსოფლიო ციფრულ რუკაზე – ჩვენი ქვეყნის უნიკალური ლანდშაფტი, კულტურული მემკვიდრეობა, პოპულარული ტურისტული ლოკაციები და ქალაქები, მსოფლიოში პირველი საძიებო სისტემის, „გუგლის“ პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მოგზაურობის ნებისმიერ მსურველს შეუძლია, GOOGLE STREET VIEW-ის გამოყენებით ტური ონლაინ დაგეგმოს და ვიზიტამდე მისთვის საინტერესო ადგილები ვირტუალურად 360 გრადუსიანი პანორამული ფოტოებით დაათვალიეროს. პროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს, ინოვაციების სააგენტოს და „გუგლის“ თანამშრომლობის შედეგია, მიზნად ისახავს საქართველოთი რაც შეიძლება მეტი ტურისტის დაინტერესებას და ციფრული ეკონომიკის განვითარებას.
რა შესაძლებლობები ჩნდება GOOGLE STREET VIEW-ზე საქართველოს დამატებით – ნახეთ ნათია ჭოტაშვილის სიუჟეტი.