საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას უმასპინძლებს

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას, იჯაიალ სფირითს (Agile spirit), 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნების ძირითადი დაგეგმარების კონფერენცია ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სწავლებაში ჩართული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ჯგუფებად დაიყვნენ და საერთაშორისო წვრთნის დეტალები განიხილეს.

წელს სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში მონაწილეობას ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს. საერთაშორისო სამხედრო წვრთნაში მონაწილე ტექნიკისა და აღჭურვილობის რაოდენობა, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მაისში, საბოლოო დაგეგმარების კონფერენციაზე დაზუსტდება.