საქართველო მორიგი ეპიდაფეთქების ზღვარზე 

კოვიდ-ტესტების ცენტრებში და საავადმყოფოებში მიმართვიანობა ყოველდღე იზრდება.

მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მოქალაქეებს გრძელ რიგებში უწევთ დგომა. წითელი ზონებია თბილისი, იმერეთი, აჭარა და ზამთრის კურორტები. ინფიცირების დადებითი დღიური მაჩვენებელი 10%-ს უახლოვდება, რაც საკმაოდ მაღალია. ზუსტად არ ვიცით, „ომიკრონის“ რამდენი შემთხვევაა აღრიცხული ქვეყანაში, რადგან სამხრეთ აფრიკულ შტამს ჩვეულებრივი „პისიარ“-ტესტები ვერ ადგენს. თუმცა ფაქტია, რომ ახალი შტამის არეალი საკმაოდ სწრაფად იზრდება. მარტო თბილისში ახალი შემთხვევების 60% სწორედ „ომიკრონზე“ მოდის, რაც ნიშნავს, რომ დედაქალაქში სამხრეთ აფრიკული ვარიანტი უკვე დომინანტი შტამია. ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაზრდილია ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.