ქართული სტენდი ესპანეთში.
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მადრიდში ეცნობიან. ესპანეთის დედაქალაქი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს, რომელშიც 152 ქვეყნის 10 ათასამდე კომპანია მონაწილეობს. „ფიტურ 2025“-ზე სხვადასხვა ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინის და კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ. მიმდინარეობს შეხვედრები საერთაშორისო ტურისტული ფირმების წარმომადგენლებთან. ქართული კომპანიები გამოფენის ვიზიტორებს ქართულ კურორტებზე, ღირსშესანიშნაობებზე და ტურისტულ მარშრუტებზე დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.