საქართველო ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე
ლონდონში წიგნის საერთაშორისო ბაზრობა იწყება. „ოლიმპია ლონდონში“ ქართულ სტენდზე 80-მდე წიგნი და ალბომია წარმოდგენილი. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერალთა სახლმა ბაზრობისთვის ეროვნული სტენდი და სპეციალური ლიტერატურული პროგრამა შეადგინა. დელეგაციის წევრები, რომელშიც ავტორები, მთარგმნელები, გამომცემლები შედიან, შეხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის მთარგმნელებსა და გამომცემლებს. ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 1971 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მასში 25 000-ზე მეტი გამომცემელი და ლიტერატურული აგენტი მონაწილეობს.