საქართველო ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნული სტენდი ოფიციალურად გაიხსნა. საქართველო, წიგნის ბაზრობაზე, 80-მდე გამოცემით და 10-მდე ავტორით, მთარგმნელებით და გამომცემლებითაა წარმოდგენილი. უკვე გაიმართა თანამედროვე ქართველი ავტორების ახლად გამოქვეყნებულ მოთხრობათა კრებულის პრეზენტაცია. გამოცემა კანადურმა გამომცემლობამ BookLand Press-მა დასტამბა. საერთაშორისო ბაზრობაში მონაწილე გამომცემლებს, მწერალთა სახლი გადასცემს 2026 წლის კატალოგს, რომელშიც შესულია თანამედროვე ქართველ მწერალთა შემოქმედებითი ბიოგრაფიები და მათი ნაწარმოებების შინაარსი.