საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე

12:31, 13.03.2026

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდია მოწყობილი. ლიტერატურული თარგმანების სექციაში გაიმართა რუსუდან გორგილაძის წიგნის – „დიქტატურის გემო“ პრეზენტაცია. გაიმართა ავტორთან შეხვედრაც. ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი ქვეყანა ეროვნული სტენდით, 80-მდე გამოცემითა და 10-მდე ავტორით, მთარგმნელითა და გამომცემლით წარდგა.

ბაზრობაზე მწერალთა სახლმა სამი ღონისძიება გამართა. ასევე შედგა შეხვედრები ფესტივალის მონაწილე გამომცემლებს, ლიტერატურულ აგენტებსა და მთარგმნელებს შორის.

მსგავსი