საქართველო ლონდონის ბირჟაზე

საქართველოს ეთმობა დღევანდელი დღე ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც ვაჭრობა პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

მთავრობის მეთაურს ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა უმასპინძლა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან წარმოდგენილი არიან მსხვილი ინვესტორები და ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ. ქართულ კომპანიებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვე კომენტარი