საქართველო-ლატვიის მატჩი პირველ არხზე

18:32, 16.10.2018

ერთა ლიგა პირველ არხზე  –  D დივიზიონის პირველ ჯგუფში საქართველოს ნაკრები „დაუგავა არენაზე“ ლატვიას შეხვდება.

ჩვენი მეტოქე ორი ტურის შემდეგ ერთი ქულით მესამე ადგილზეა, საქართველოს ნაკრები კი, 3 შეხვედრაში მოპოვებული 9 ქულით ჯგუფში პირველია და დღეს გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილს მიიღებს.

საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 22 საათსა დსა 45 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი